აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროპელები ოთხმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებს ითხოვენ, თუმცა ჩვენ არ გვესმის, რა დამატებითი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს მათ მონაწილეობას – დიმიტრი პესკოვი 

ევროპელები ოთხმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებს ითხოვენ, თუმცა ჩვენ არ გვესმის, რა დამატებითი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს მათ მონაწილეობას, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. იცით, რომ ევროპელები დაჟინებით მოითხოვენ შეხვედრა უკვე ოთხმხრივ ფორმატში იყოს. ჩვენ ჯერ ბოლომდე არ გვესმის, რა დამატებითი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს ევროპელების მონაწილეობას, რა დამატებითი წვლილის შეტანა შეუძლია ამას მშვიდობიანი მოგვარების პროცესში“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

„არსებობს თანხმობა იმის შესახებ, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა პესკოვმა.

იტვირთბა....