„ეს ომის გამოცხადებაა!“ – უკრაინის მიერ ლიბიის სანაპიროსთან რუსული სამხედრო გემის აფეთქების გამო ლიბიამ კიევი ტერორიზმში დაადანაშაულა.
ამის შესახებ განცხადება საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მუსა ალ-კუნიმ გააკეთა. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები ლიბიის მთავრობის წინააღმდეგ პირდაპირი აგრესიის ტოლფასია
უკრაინულმა ძალებმა 22 ნოემბერს ლიბიის სანაპიროსთან რუსული სამხედრო კორვეტი „მერკური“ ჩაძირეს.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ სპეცოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და თავდაცვის ძალებმა ერთობლივად ჩაატარეს.

