აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებული მასშტაბური დარტყმის დროს პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რუსული რაკეტა და სავარაუდოდ, რეაქტიული დრონი ჩამოვარდა

რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებული მასშტაბური დარტყმის დროს პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რუსული რაკეტა და სავარაუდოდ, რეაქტიული დრონი ჩამოვარდა – ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა

მისი თქმით, არავინ დაშავებულა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

კოსინიაკ-კამიშმა უკრაინაზე ღამით განხორციელებულ დარტყმას სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უწოდა, ხოლო პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას – „რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი პროვოკაცია“.

იტვირთბა....