აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ევროპული ქვეყნებისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვა შეერთებული შტატებისთვის მოგების მომტანია – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნებისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვა შეერთებული შტატებისთვის მოგების მომტანია. მისივე თქმით, აშშ ევროპას სამხედრო აღჭურვილობაზე ფასდაკლებებს არ სთავაზობს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი განმარტავს, ევროპელი პარტნიორები შეძენილი იარაღის უმეტეს ნაწილს უკრაინას უგზავნიან.

„ვფიქრობ, უმეტესწილად უკრაინას აძლევენ, მაგრამ ჩვენ ვყიდით… ჩვენ სრულ ფასს ვიღებთ. ფასდაკლებებს არ ვაკეთებთ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ჩვენ ამით ბევრ ფულს ვშოულობთ. თუმცა, ეს არ მაინტერესებს. მე ეს არ მინდა“ – თქვა ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შეერთებულ შტატებზე გავლენას არ ახდენს.

იტვირთბა....