აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ეს დიპლომატიის ისტორიაში ახალი ფურცელია – პუტინი ტრამპთან და სი ძინპინთან შეხვედრაზე

ვლადიმერ პუტინი დიპლომატიის ისტორიაში ახალ ფურცელს უწოდებს დონალდ ტრამპთან და სი ძინპინთან შეხვედრას – რუსეთის მმართველმა ამერიკელ და ჩინელ კოლეგებთან გამართული სამმხრივი შეხვედრა სასარგებლოდ შეაფასა და ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებთან სამმხრივი შეხვედრები მომავალში გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

აქამდე მსგავსი შეხვედრები არ გამართულა, ახლა კი ის შედგა. ეს, უდავოდ, დიპლომატიის ისტორიაში ერთგვარი ახალი ფურცელია.

ამ შეხვედრამ საშუალება მოგვცა, უკეთ გაგვეგო ერთმანეთის და, ჩემი აზრით, შექმნა პირობები შემდგომი შეთანხმებებისთვის – უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ამავე ფორმატში თუ სხვა ფორმატში. მთლიანობაში, ეს შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო.

რა იქნება შემდეგ, არავინ იცის. მხოლოდ ღმერთმა იცის, რა იქნება შემდეგ. მაგრამ ძალიან მინდა, რომ ამას გაგრძელება ჰქონდეს”- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. 

პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების თემა სამუშაო რეჟიმში განიხილოს.

“მზად ვართ, ეს ჩვენს პარტნიორებთან სამუშაო რეჟიმში განვიხილოთ. რაც შეეხება კომპრომისებს, რა თქმა უნდა, კომპრომისები არსებობს. აბა, როგორ? ეს კომპრომისები ამერიკულმა მხარემ შემოგვთავაზა. ჩვენ ამ კომპრომისებს უცვლელი სახით დავთანხმდით, მათ შორის, ანკორიჯშიც. საკითხავია, სურთ თუ არა კონფლიქტის სხვა მხარეებს – უკრაინას და, ვთქვათ, ამ შემთხვევაში, მის ევროპელ სპონსორებს – ამ კომპრომისებზე დათანხმება… როგორც ვხედავთ, ამ ეტაპზე – არა. ვნახოთ, ყველაფერი იცვლება. შესაძლოა, ისინიც მივიდნენ იმის გაცნობიერებამდე, რომ უმჯობესია ამ კომპრომისებს დათანხმდნენ, ვიდრე მოგვიანებით რეალობას შეეჯახონ“, – აღნიშნა პუტინმა

იტვირთბა....