აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კიევის მერის ცნობით, რუსეთის ბალისტიკურმა დარტყმებმა დედაქალაქში სამი ხიდი დააზიანა

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად დედაქალაქში სამი ხიდი დაზიანდა, მათ ნაწილზე კი მოძრაობა შეიზღუდა.

კლიჩკოს ცნობით, პოდილსკო-ვოსკრესენსკის ხიდზე მოძრაობა დნიპროს მარჯვენა სანაპიროდან მარცხენას მიმართულებით შეწყდა. ამასთან, დაზიანდა დარნიცკის ხიდიც.

რუსულმა ძალებმა განმეორებითი იერიში მიიტანეს სამხრეთის ხიდზეც, რომელზეც მოძრაობა მხოლოდ მარცხენა სანაპიროდან მარჯვენას მიმართულებითაა დაშვებული, ისიც მხოლოდ 10 ტონამდე წონის ავტომობილებისა და 18 ტონამდე წონის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 19-20 ნოემბრის ღამის საათებში რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით რამდენჯერმე შეუტია, რის შედეგადაც დედაქალაქის სამ რაიონში შენობებს ცეცხლი გაუჩნდა და დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებიც.

იტვირთბა....