აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მაკრონის თქმით, უკრაინის NATO-ს წევრობა ხელახლა უნდა განიხილონ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემაუნუელ მაკრონმა უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა, რომ უკრაინის NATO-ს წევრობა ხელახლა განიხილონ. მისივე თქმით, უკრაინის, როგორც ძლიერი არმიის მქონე ქვეყნის, გაწევრიანების საკითხი ალიანსის უსაფრთხოებისთვის “რელევანტურია”.

“რუსეთის პოზიციის მაქსიმალისტური ბუნების ფონზე ვფიქრობ, რომ NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ხელახლა უნდა განვიხილოთ”. – თქვა მაკრონმა. 

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოკავშირეებმა უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მისაწოდებლად “მაქსიმუმი” უნდა გააკეთონ და ხაზი გაუსვა, რომ პრიორიტეტი ანტისარაკეტო სისტემებსა და გზაგადამჭრელებს ენიჭებათ. 

“ყველას, ვისაც შეუძლია, რომ უკრაინის მოქალაქეების დასაცავად საშუალებები გამოყოს, ეს ახლა უნდა გააკეთოს”. – თქვა მაკრონმა.

გარდა ამისა, მაკრონმა თქვა, რომ ჩინეთის ქალაქ შენჭენში ტრამპის, სი ძინფინგისა და პუტინის შეხვედრის შემდგომ გამოცხადებული მშვიდობის დეკლარაცია “მსოფლიოს რეორგანიზაციას არ იწვევს”. 

“თუკი დღეს ევროპის, მისი უსაფრთხოების რეორგანიზაციის კრიტიკული ფაქტორი არსებობს, ეს სწორედ ის შეხვედრაა, რომელიც ბერლინში შედგა”. – თქვა მაკრონმა. 

ამის შესახებ მაკრონმა ბერლინში მსურველთა კოალიციის სამიტზე ილაპარაკა, რომელსაც გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან და გაერთიანებული სამეფოს პრემიერთან, ენდრი ბერნემთან ერთად ხელმძღვანელობდა.

სამიტს 25-ზე მეტი ლიდერი ესწრებოდა და მასში უკრაინის პრეზიდენტიც, ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობდა. 

ბერნემის თქმით, “იმედოვნებს, რომ მოსკოვში გზავნილი ძალიან ნათლად იქნება გაგებული: სანამდეც საჭირო იქნება, უკრაინის გვერდით ვიდგებით და არ ვიმერყევებთ”. ხოლო მერცმა თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას “ძალიან მალე მოელის” და მაგიდასთან აშშ-სთან ერთად ევროპული მხარეც იქნება. 

შეგახსენებთ, რომ პარალელურად, 19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჭენში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში ომი და ბირთვული შეიარაღების კონტროლი.

მალევე ისტორიული სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ს, რუსეთისა და ჩინეთის სახელმწიფოების მეთაურებმა ერთობლივი სამშვიდობო დეკლარაცია გაავრცელეს. 

იტვირთბა....