აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვიცე-პრემიერმა პრეზიდენტ პუტინს ყირიმის ხიდის გარშემო არსებული ვითარება გააცნო – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ყირიმის ხიდის გარშემო არსებული ვითარების შესახებ ანგარიში წარუდგინა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამთავრობო კომისიის სხდომის შემდეგ, მარატ ხუსნულინმა პრეზიდენტ პუტინს ყირიმის ხიდის გარშემო არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა“, – განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 16 და 17 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს, რამაც ხიდის კონსტრუქცია დააზიანა.

იტვირთბა....