აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ ნატო-ს მოკავშირეები ბრიუსელში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან ევროპაში აშშ-ის ჯარის რაოდენობის გადახედვას განიხილავენ

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, ნატო-ს მოკავშირეები ბრიუსელში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან, ელბრიჯ კოლბისთან ევროპაში აშშ-ის ჯარის რაოდენობის გადახედვას განიხილავენ.

პისტორიუსმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირება მოსალოდნელია, თუმცა მისივე თქმით, აშშ-თან მოლაპარაკებებმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამან ევროპის უსაფრთხოებას საფრთხე არ შეუქმნას.

„შეიარაღებული ძალთა ბალანსი შეიცვლებოდა ნებისმიერი სხვა ამერიკელი პრეზიდენტის დროსაც. მთავარი კითხვა, რომელსაც განუწყვეტლივ ვიმეორებ, ასეთია: როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ამერიკული სამხედრო პოტენციალის გაყვანის შემდეგ უსაფრთხოება არ შესუსტდეს, სანამ ჩვენ თვითონ არ გავძლიერდებით? სწორედ ამაზე მიდის ახლა მოლაპარაკება“, – აღნიშნა პისტორიუსმა.

ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია და ნორვეგია PURL-ის მექანიზმით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის კიდევ ერთ პაკეტს დააფინანსებენ. პაკეტი ძირითადად საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს. პისტორიუსმა პარტნიორებს უკრაინის მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ საფრთხის ქვეშ ევროპის უსაფრთხოებაცაა.

იტვირთბა....