aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

რუსული ტელეარხიდან მიხეილ გიორგაძეს ევროვიზიაზე მხარდაჭერა თხოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს კულტურის მინისტრს, მიხეილ გორგაძეს,  უკრაინელი კოლეგის სახელით,  რუსული ტელეარხიდან დაურეკეს და ”ევროვიზიის” კონკურსში მხარდაჭერა სთხოვეს. გუშინ, რუსული Россия-ს ეთერში, ”ევროვიზიის” შესახებ გადაცემაში გაუშვეს სატელეფონო საუბარი მიხეილ გიორგაძესთან. არხის წარმომადგენელი, რომელიც მას უკრაინის კულტურის მინისტრის სახელით ესაუბრება, მიხეილ გიორგაძეს სთხოვს, საქართველომ მხარი დაუჭიროს უკრაინელ კონკურსანტს.

”ტრადიციულად საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა საკმაოდ ინტენსიურია, მაგრამ მე დამატებით დაველაპარაკები ”პირველი არხის” უფროსს და ვკითხავ, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო გავაღვივოთ ეს მხარდაჭერა და ვთხოვ, ეს გააკეთოს. ის ჩემი კარგი მეგობარია, ასე რომ, პრობლემა არ იქნება”, – აცხადებს საპასუხოდ მიხეილ გიორგაძე.

საქართველოს კულტურის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ეს სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა.

იტვირთბა....