გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის მოწონების რეიტინგმა რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია, მაშინ როდესაც ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გერმანელებში სულ უფრო მეტ მხარდაჭერას იძენს, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ კვლევით ინსტიტუტ INSA-ს გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს.
გამოკითხვის თანახმად, მერცის მოწონების რეიტინგი მხოლოდ 13%-ია, მაშინ როდესაც 2026 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 24%-ს შეადგენდა.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 60%-მა განაცხადა, რომ მათი პირადი მდგომარეობა მერცის მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაუარესდა. გამოკითხულთა მხოლოდ 6%-მა თქვა, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა მერცის მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხოლო კიდევ 29%-მა თქვა, რომ ის იგივე დარჩა.
გამოკითხვის თანახმად, ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოწონების რეიტინგი 29%-ს შეადგენს. ამავდროულად, შემცირდა მმართველი CDU/CSU და SPD კოალიციის მოწონების რეიტინგი. გერმანელების მხოლოდ 19% უჭერს მხარს მმართველ კოალიციას.
INSA-მ გამოკითხვა 5-6 ნოემბერს ჩაატარა. სულ გამოიკითხა 1 004 ადამიანი. ცდომილების ზღვარი 2.9%-ს შეადგენს.

