აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

მოსკოვს 500-ზე მეტი დრონით შეუტიეს

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი რუსეთის დედაქალაქის რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევის შესახებ იუწყება. მისი მტკიცებით, 28 ნოემბრის საღამოდან 29 ნოემბრის დილამდე მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 542 დრონი მიფრინავდა.

თავდაპირველად სობიანინი 17 უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ იუწყებოდა, მოგვიანებით კი მათი რაოდენობა 19-მდე გაზარდა. დილით მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ რეგიონის მიმართულებით 500-ზე მეტი დრონი იყო გაშვებული.

„28 ნოემბრის 17:00 საათიდან 29 ნოემბრის 07:00 საათამდე მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 542 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა. მათი უმრავლესობა თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა შორეულ მისადგომებთან გაანეიტრალეს. 105 უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვთან მიახლოებისას განადგურდა“, – წერს სობიანინი Telegram-ზე.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის რეგიონის აეროპორტებში ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა, რომელთა მოხსნაც მხოლოდ დილის საათებში დაიწყო.

იტვირთბა....