ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბათუმში მატჩზე მომხდარი ინციდენტების გამო თურქეთის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩი დაიბარეს

ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია დაიბარეს. ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu Agency ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 26 ნოემბერს ბათუმში განვითარებული მოვლენები თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბრის თემაც გახდა.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჰაქან ფიდანმა მატჩის დროს მომხდარი ინციდენტები ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან განიხილა.

იტვირთბა....