აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ომის შემდეგ უკრაინისა და ევროპის „უსაფრთხოების ინფრასტრუქტურასთან“ დაკავშირებით გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს.
მისი თქმით, მიმდინარე კვირაში აბუ-დაბიში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, შესაძლოა, შემდგომ პროგრესს მიაღწიონ.
რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისა და დანარჩენი ევროპისთვის მოკავშირეების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია.
„გარკვეული წინსვლაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების არქიტექტურა კონფლიქტის დასრულების შემდეგ. ჯერჯერობით არაფერია საბოლოოდ გადაწყვეტილი. შესაძლოა, გარკვეულ პროგრესს აბუ-დაბიში მივაღწიოთ“, – აღნიშნა რუბიომ.
შეგახსენებთ,სამშაბათს და ოთხშაბათს აბუ-დაბიში უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება. მოლაპარაკებებზე აშშ-ს წარმოადგენენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

