აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანი შტატებს ომის შეწყვეტისთვის 2 დღეს აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში “ჯოჯოხეთით” იმუქრება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს ორი დღის განმავლობაში სამხედრო მოქმედებები ყველა ფრონტზე შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი “ჯოჯოხეთის მოწყობით” ემუქრება.

“ჩვენი ორდღიანი წინადადება ძალაში რჩება: შეასრულეთ მოთხოვნები, მათ შორის, დაასრულეთ ომი ყველა ფრონტზე, და შედეგსაც იხილავთ. ან აირჩიეთ ომი და ნახავთ, როგორ დაგატეხენ თავს ჯოჯოხეთს ჩვენი მზადყოფნაში მყოფი, ბრძოლებში გამოწრთობილი მეომრები”, – აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

თავის მხრივ დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, ირანთან ომის განახლების ბრძანების გაცემა მოუწიოს, თუკი თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში წინსვლა იქნება და ჰორმუზის სრუტე გაიხსნება.

„ეს იმაზეა დამოკიდებული, მოაწერენ თუ არა ხელს ძალიან მყარ შეთანხმებას. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საჭირო გახდეს. ის ჩამოშლის პირას მყოფი ქვეყანაა. ახლახან გახდა ცნობილი, რომ წელს ინფლაციამ 301% შეადგინა. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საჭირო იყოს. საჭიროების შემთხვევაში ამას გავაკეთებდი, მაგრამ ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყით. მე მათ ისე დავარტყი არც კი იცით, რამდენად ძლიერად დავარტყი”, – განაცხადა ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში.

ამასთან, მისი თქმით, რეგიონში განლაგებული აშშ-ის ძალები მზადყოფნაში არიან იმ შემთხვევისთვის, თუ ის დარტყმის ბრძანებას გასცემს.

იტვირთბა....