საფრანგეთში პროტესტი არ წყდება – სტუდენტები, მოსწავლეები, პროფკავშირები და პოლიტიკური პარტიები პარიზში დღეისთვის მორიგ მასშტაბურ გაფიცვასა და მსვლელობას აანონსებენ.
ქვეყანაში თითქმის ორი თვის განმავლობაში მიმდინარე დემონსტრაციებზე დაშავებული 10-მდე დემონსტრანტი, პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს და სასამართლოში შინაგან საქმეთა მინისტრს უჩივის.
გარდა ამისა, საფრანგეთის საზოგადოებრივი რადიო იტყობინება, რომ 10 000-ზე მეტ ქალს ცრემლსადენი გაზის ზემოქმედებით გამოწვეული ჰორმონალური დარღვევები აღენიშნება.
რეზინის ტყვიებისა და ხელყუმბარების გამოყენების შედეგად, 20-მდე მომიტინგემ, მათ შორის არასრულწლოვნებმა, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღეს – დაფიქსირდა ხელისა და თვალის დაკარგვის შემთხვევები.
ბრალდებებს უარყოფს შინაგან საქმეთა მინისტრი და აცხადებს, რომ სამართალდამცველები კანონის ფარგლებში, პროპორციული ძალით მოქმედებენ.

