aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“ელემენტარული ეთიკა მოითხოვდა, რომ თუ პაატა ზაქარეიშვილი განცხადების გაკეთებას აპირებდა, მინიმუმ ჩემთან დაერეკა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში სხვა საკითხებთან ერთად, პაატა ზაქარეიშვილის და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ისაუბრა:

”იმიტომ გავაკეთე განცხადება, რომ ელემენტარული, ადამიანური ეთიკა მოითხოვდა იმას, რომ თუ ის ასეთი განცხადების გაკეთებას აპირებდა, მას მინიმუმ ჩემთან დაერეკა და ეთქვა, რომ გიორგი, მე ამას ვაპირებ. მე შეიძლება მაშინ მეთქვა, რომ ან გააკეთე, ან არ გააკეთო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ის იქნებოდა გაცილებით ეთიკურად გაკეთებული განცხადება, ვიდრე ის, რაც მან გააკეთა. მე, სხვათა შორის პაატა ძალიან მიყვარს, ძალიან კარგი ადამიანია და მისი იდეები ძალიან საჭირო და გამოსადეგია, ამიტომ უფრო დამწყდა გული, რომ მან ასეთი განცხადება გააკეთა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ მას ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე მეტად საკითხზე მმართველი პარტიის დუმილი აკვირვებს. აღნიშნულ განცხადებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურის თქმით, პაატა ზაქარეიშვილის განცხადება არაობიექტურია და თუ ზაქარეიშვილს სხვა მოსაზრებები გააჩნია, შეუძლია მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილებები.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, პრემიერმა აღნიშნა, რომ მოვლენებს აბსოლუტურად საწინააღმდეგო მხრიდან აჩვენებენ.

„ამ კამპანიის შედეგად მოვლენებს აჩვენებენ აბსულუტურად საწინააღმდეგო მხრიდან. ზუსტად პირიქით ვიტყოდი, რომ ეს ცვლილებები განამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას. ეს ცვლილებები გამორიცხავს, რომ გარედან ვინმემ, ერთ და ორ ადამიანზე ზეგავლენით, კვორუმზე მოახდინოს ზეგავლენა. ამიტომ არის სწორედ კვორუმის აწევის იდეაც“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა განახცადა, გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიეღოთ, რადგან ვენეციის კომისიაში გაგზავნის შემთხვევაში შესაძლოა, პროცეის 2-3 თვე გაგრძელებულიყო.

„ვენეციის კომისიაში ცვლილებები შეიძლება, შემდეგ გაიგზავნოს. ვენეციის კომისიაში გაგზავნის შემთხვევაში შესაძლოა, რომ 2-3 თვე დასჭირვებოდა ამას. მოგეხსნებათ, რომ რამდენიმე კვირაში იწყება საარჩევნო კამპანია იწყება. ზუსტად იმიტომ იყო საჭირო ცვლილებების მიღება, რომ ეს არის ძალიან პრინციპული ცვლილებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ცვლილებები გამორიცხავს, რომ გარედან ვინმემ ერთ და ორ ადამიანზე ზეგავლენით კვორუმზე მოახდინოს ზეგავლენა“, – განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....