აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პოლონეთს სურს, რომ NATO-მ უკრაინის ცაზე რუსული რაკეტების ჩამოგდება დაიწყოს – Bloomberg

ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, პოლონური მხარის შეთავაზებაა, რომ თავდაპირველად NATO-ს ქვეყნებმა უკრაინის დასავლეთ ნაწილის საჰაერო სივრცე დაიცვან რუსული რაკეტებისგან, საჭიროების შემთხვევაში კი ოპერაციების არეალი გააფართოონ.

როგორც გამოცემა წერს, წარსულში ამგვარი იდეების გაჟღერებას ყველა ერიდებოდა, რადგან მსგავსი ნაბიჯები რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის საფრთხეს ქმნიდა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, წინასწარ საუბრებში აღნიშნულ წინადადებას ზოგიერთმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, თუმცა ეს მხარდაჭერა არ გულისხმობს რაიმე ფორმალურ თანხმობას

იტვირთბა....