დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ენდი ბერნემის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მომავალ წელს დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინს არ მიიწვევს.
The Economist-თან ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე, მიიწვევს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მომავალ წელს დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ „არა“.
„დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტი დიდ ბრიტანეთში 2027 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დეკემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალურად ორი თვის წინ მიიწვია.
მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიწვიოს.
„დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტი მაიამიში, 14-15 დეკემბერს გაიმართება.

