აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს

პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს. ინფორმაციას გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ პოლონეთის სპეციალური სამსახურების კოორდინაციის მინისტრზე, ტომაშ სემონიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ხუთი პოლონელი და ერთი რუსი რუსეთში სამხედრო მასალების გადატანაშიც არიან ბრალდებულები.

გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალურ ჯგუფთან, სავარაუდოდ, დაკავშირებული პირების საქმეზე 21 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე მიმდინარე ოპერაციების ფარგლებში ჩხრეკა 21 ლოკაციაზე ჩაატარეს.

სასამართლომ ოთხ დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ორი პირის მიმართ სხვა აღკვეთის ღონისძიებები იქნა გამოყენებული.

იტვირთბა....