ბრაზილიაში ტორნადომ ჩაპეკოს აეროპორტი დააზიანა – ფრენები შეჩერებულია | ინფორმაცია ადგილობრივი მედია სანტა-კატარინას სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, სტიქიამ, რომლის დროსაც ქარის სიჩქარემ 126 კმ/სთ-ს მიაღწია, ტერმინალის შუშის ფასადი ჩაამსხვრია, ხოლო სახურავები და ანგარები დააზიანა. უსაფრთხოების მიზნით, აეროპორტის ოპერატორმა Voe Xap-მა ყველა ფრენა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ამ დროისთვის ტექნიკური ჯგუფები ზარალს აფასებენ და ინფრასტრუქტურის სრულ ინსპექტირებას ატარებენ. მედია წერს, რომ შტორმმა, რომელმაც რეგიონის 18-ზე მეტი მუნიციპალიტეტი დააზარალა, ასევე გამოიწვია ნგრევა და ელექტროენერგიის გათიშვა. მგზავრებს ურჩევენ, რეისების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ავიაკომპანიებს დაუკავშირდნენ

