ავიაკომპანია Aer Lingus-ის თვითმფრინავი, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინების გამო, საფრანგეთში ავარიულად დაეშვა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ირლანდიური ავიაკომპანია Aer Lingus-ის Airbus A320 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი დუბლინიდან რომში მიფრინავდა, როდესაც ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინება მიიღო.
თვითმფრინავი ნორმანდიაში, ევრეს ავიაბაზაზე უსაფრთხოდ დაჯდა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, თვითმფრინავის მგზავრები და ეკიპაჟის წევრები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ხოლო თვითმფრინავს გამნაღმველთა ჯგუფი ამოწმებს.

