საფრანგეთის განათლების სამინისტროს ცნობით, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის მასშტაბით დაანონსებულ გაფიცვას საჯარო სკოლების მასწავლებელთა 17.5% შეუერთდეს. ინფორმაციას „ფრანს 24“ საფრანგეთის განათლების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ ვცდილობთ, გავაგრძელოთ მობილიზება, რამდენადაც შესაძლებელია. ზოგი ამას არ აკეთებს, რადგან ეშინიათ. ბევრს კი პოლიციის მხრიდან ძალადობის ეშინია“, – განაცხადა პარიზში მცხოვრები 19 წლის სტუდენტმა, ირმა დე ბანვილმა.
მედიის ცნობით, მოსწავლეები პროტესტს სკოლებში არსებული პირობებისა და საკუთარი მომავლის მიმართ გაურკვევლობის გამო გამოხატავენ.
საფრანგეთის მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ნებისმიერ ფაქტს გამოიძიებენ.

