ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი მატარებლის ავარიის შემდეგ გადადგა – ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილება ოსკარ პუენტემ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში მომხდარმა მძიმე სარკინიგზო კატასტროფამ, რომელსაც სულ მცირე 69 ადამიანი ემსხვერპლა, საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
პუენტემ გადადგომის შესახებ განცხადება კონგრესში გამოსვლისას გააკეთა, სადაც მანამდე მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე ისაუბრა.
“ისეთი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი, როგორიც ესპანეთია, თანამდებობაზე ვერ დარჩება, როდესაც ერთ წელზე ნაკლებ დროში ამ სიმძიმის ორი ავარია ხდება… ეს პოლიტიკური ღირსებისა და პასუხისმგებლობის საკითხია“ – განაცხადა ოსკარ პუენტემ.
მინისტრის თქმით, ის არა მხოლოდ მთავრობას ტოვებს, არამედ უარს ამბობს მონაწილეობაზე 29 ნოემბერს დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშიც.

