აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანი ბრძოლისთვის ისეა მზად, თითქოს თითი სასხლეტზე ედოს – ომის თავიდან ასაცილებლად ბურთი ვაშინგტონის მოედანზეა – ირანის პარლამენტის სპიკერი 

ირანმა ვაშინგტონს მკაცრი პასუხი გასცა და თავდაცვითი მზადყოფნის უმაღლეს დონეზე იმყოფება, ახლა, ომის თავიდან ასაცილებლად, ბურთი ვაშინგტონის მოედანზეა, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.

„რეგიონის ქვეყნებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანი ბრძოლისთვის ისეა მზად, თითქოს თითი სასხლეტზე ედოს, თუმცა მან აშშ-ს მკაცრი და რაციონალური პასუხი გასცა. ახლა ომის თავიდან ასაცილებლად ბურთი ვაშინგტონის მოედანზეა“, – აღნიშნა ღალიბაფმა.

მისი თქმით, თუ ვაშინგტონი კიდევ ერთ „სტრატეგიულ შეცდომას“ დაუშვებს, ახალი ბრძოლის ველის წინაშე აღმოჩნდება და გამოსავლის პოვნა იმაზე მეტად გაუჭირდება, ვიდრე ახლა უჭირს.

იტვირთბა....