ახალი ამბები მსოფლიო

იტალიელი იუველირი და ბიზნესმენი პაოლო ბულგარი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტა­ლი­ე­ლი იუ­ვე­ლი­რი და Bvlgari-ს ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი პა­ო­ლო ბულ­გა­რი 89 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ოჯა­ხის სა­ი­უ­ვე­ლი­რო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ბრენ­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფუ­ფუ­ნე­ბის სიმ­ბო­ლოდ აქ­ცია.

პა­ო­ლო ბულ­გა­რი Bvlgari Group-ის თავ­მჯდო­მა­რე 1984 წლი­დან იყო. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კომ­პა­ნი­ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე გა­იმ­ყა­რა პო­ზი­ცი­ე­ბი და სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­წარ­მის გარ­და, საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ა­თე­ბის, სუ­ნა­მო­ე­ბის, ტყა­ვის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­სა და სას­ტუმ­რო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­ა­ფარ­თო­ვა.

Bvlgari მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს მის­მა ბა­ბუ­ამ, ბერ­ძენ­მა იუ­ვე­ლირ­მა სო­ტი­რი­ოს ბულ­გა­რიმ, რომ­ში და­ა­არ­სა. პა­ო­ლო ოჯა­ხურ ბიზ­ნესს ახალ­გაზ­რდო­ბი­დან შე­უ­ერ­თდა, ძვირ­ფა­სი ქვე­ბის ერთ-ერთ წამ­ყვან ექ­სპერ­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით კომ­პა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დი გახ­და.

იტა­ლი­ე­ლი იუ­ვე­ლი­რი და Bvlgari-ს ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი პა­ო­ლო ბულ­გა­რი 89 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ოჯა­ხის სა­ი­უ­ვე­ლი­რო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ბრენ­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფუ­ფუ­ნე­ბის სიმ­ბო­ლოდ აქ­ცია.

პა­ო­ლო ბულ­გა­რი Bvlgari Group-ის თავ­მჯდო­მა­რე 1984 წლი­დან იყო. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კომ­პა­ნი­ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე გა­იმ­ყა­რა პო­ზი­ცი­ე­ბი და სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­წარ­მის გარ­და, საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ა­თე­ბის, სუ­ნა­მო­ე­ბის, ტყა­ვის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­სა და სას­ტუმ­რო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­ა­ფარ­თო­ვა.

2011 წელს ბულ­გა­რის ოჯახ­მა კომ­პა­ნი­ის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი ფრან­გულ ფუ­ფუ­ნე­ბის ჯგუფ LVMH-ს და­ახ­ლო­ე­ბით 3.7 მი­ლი­არდ ევ­როდ მიჰ­ყი­და.

პა­ო­ლო ბულ­გა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას კომ­პა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მას „ჭეშ­მა­რი­ტი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სუ­ლის“ მქო­ნე ადა­მი­ა­ნი უწო­და. გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი და მემ­კვიდ­რე­ო­ბა მო­მა­ვალ თა­ო­ბებ­საც შთა­ა­გო­ნებს.

იტვირთბა....