აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის მასშტაბური იერიში დნიპროზე – დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, დაშავებულია 5 ადამიანი

რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა. 3 ნოემბრის ღამესა და დილით განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას ინფორმაციით, თავდაპირველად რუსულმა ძალებმა დნიპროსა და კრივოი-როგის რაიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაბომბეს, გამთენიისას კი დნიპროზე განმეორებითი იერიში მიიტანეს.

ქალაქის მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, დარტყმები სამარის რაიონში განხორციელდა. დაზიანებულია თბოელექტროცენტრალი, საცხოვრებელი კვარტალი, პოლიციის განყოფილება და საავადმყოფო. გავრცელებულ კადრებში ჩანს ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომლის დიდი ნაწილიც დანგრეულია.

ბოლო გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ადამიანი. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ორი მამაკაცის, 80 და 81 წლის დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

დანგრეული შენობის ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

იტვირთბა....