ბელგიის პრემიერმინისტრმა ბარტ დე ვევერმა 2 ნოემბერს მეფე ფილიპს გადადგომის თხოვნით მიმართა მას შემდეგ, რაც ხუთპარტიულმა მმართველმა კოალიციამ 2027 წლის ბიუჯეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. მეფეს გადადგომის მიღების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
სამეფო სასახლის განცხადებით, დე ვევერის გადაწყვეტილება მთავრობაში საბიუჯეტო მოლაპარაკებების ჩავარდნას მოჰყვა.
“მეფე წუხს, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება სარწმუნო ბიუჯეტზე, რომელიც ქვეყანას ამჟამინდელ გამოწვევებთან გამკლავების საშუალებას მისცემდა.” – ნათქვამია განცხადებაში.
ფილიპი 3 ნოემბრიდან პარტიების ლიდერებთან კონსულტაციებს დაიწყებს, დე ვევერს კი სასახლეში კვლავ 6 ნოემბერს მიიღებს.
დე ვევერმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 2025 წლის თებერვალში დაიკავა. მისი მთავრობა ცდილობს, წლის ბოლომდე მომავალი წლის ბიუჯეტზე შეთანხმდეს და ქვეყნის მძიმე საბიუჯეტო პრობლემები მოაგვაროს.
პოლიტიკური კრიზისი სტუდენტური პროტესტებისა და ხშირი გაფიცვების ფონზე ვითარდება. პროფკავშირების ორგანიზებით ქვეყანაში რამდენიმე მასშტაბური საპროტესტო აქციაც გაიმართა.

