ახალი ამბები მსოფლიო

ცნობილია ვინ გაიმარჯვა ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების დათვლის პროცესი დასრულდა, საბოლოო შედეგებით გამარჯვება ილიანა იოტოვამ მოიპოვა – მონაცამებს results.cik.bg აქვეყენებს.

ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად, იოტავამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 57.57 პროცენტი მოიპოვა. მისმა ოპონენტმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი გიუროვმა კი – 39.48 პროცენტი.

ბულგარელი ამომრჩევლების 2.9 პროცენტმა ხმა არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ მისცა.

იტვირთბა....