აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა „მისტერ ვეტოდ“ გადაქცევა მოუწიოს, თუ სამშაბათს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში „დემოკრატები“ უმრავლესობას მოიპოვებენ.
„ისინი კანონპროექტებს გამოაგზავნიან, შენ კი ვეტოს დაადებ. საბოლოო ჯამში, მას შემდეგ, რაც ერთი-ორი თვის განმავლობაში ყველაფერს ვეტო დაედება – რაც, მოგეხსენებათ, უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა – ისინი მოვლენ და შეთანხმებას დადებენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის პოსტზე „სიამოვნებით იყრიდა კვლავ კენჭს, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, თუმცა [კონსტიტუციის] ფორმულირება ძალიან მკაცრია“.
ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის 22-ე შესწორების თანახმად, პრეზიდენტს ორზე მეტი ვადით არჩევის უფლება არ აქვს

