აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ფლორიდის შტატში კერძო თვითმფრინავი საცხოვრებელ დასახლებაში ჩავარდა – არის მსხვერპლი

ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავიაკატასტროფას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფლორიდის შტატში კერძო თვითმფრინავი საცხოვრებელ დასახლებასთან ჩამოვარდა და აფეთქდა. ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა.

ავიაკატასტროფა პალმ-ბიჩის ოლქში მოხდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილმა ძლიერმა აფეთქებამ მიმდებარე ტერიტორია დააზიანა. უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებელი სახლებიდან დაახლოებით 600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათი ნაწილი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.

კერძო თვითმფრინავი Learjet 60 ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინიდან ბაჰამის კუნძულების მიმართულებით მიფრინავდა. ბორტზე მყოფთა ვინაობა ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა. ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებს აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო და ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია იძიებენ.

იტვირთბა....