ამ წუთებში სპორტის სასახლეში ქართული ოცნების ყრილობასთან დაკავშირებით, ყრილობის მონაწილეები, აქტივისტები და სტუმრები იკრიბებიან.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ყრილობაზე მოხდება პარტიის ახალი თავმჯდომარის გიორგი კვირიკაშვილის დამტკიცება, ასევე პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობის არჩევა.
როგორც ცნობილია, პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა 21-მდე გაიზრდება.
„მთავარი სიახლე ამ ყრილობის იქნება ის, რომ ჩვენ ავირჩევთ ჩვენს ახალ თავმჯდომარეს. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება არჩეული ჩვენი პარტიის თავმჯდომარედ. უკვე ოფიციალურად შეუდგება ის ლიდერის ფუნქციის შესრულებას. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ განახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. ჩვენი პარტიის თავმჯდომარე და ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი გამოვლენ სიტყვით, მიმართავენ ამომრჩეველს და სწორედ ამ გამოსვლებში გაჟღერდება ის გზავნილები, რომელთა საფუძველზეც დაიგეგმება ჩვენი შემდგომი მუშაობა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
rustavi 2