პარლამენტის ვიცე სპიკერის მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტირებისას განაცხადა, რომ დღეს, პარტია ,,ქართული ოცნების“ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა იქნება არჩეული და არავითარი სიის პრეზენტაცია არ მოხდება:
”ყრილობა აირჩევს პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად იქნებიან ახალი წევრები, თუმცა პარტიაში მემკვიდრეობა უნდა იყოს დაცული. რა თქმა უნდა, შენარჩუნდება პოლიტსაბჭოში ძველი წევრებიც. როგორი იქნება პოლიტსაბჭო, საზოგადოება ამას უკვე ყრილობაზე ნახავს.
პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე მუშაობდა პარტიის პოლიტსაბჭო და პარტიის ლიდერი, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ თავმჯდომარედ. ხაზი უნდა გავუსვა, რომ ყრილობაზე არავითარი სიის პრეზენტაცია არ მოხდება, არავითარი კანდიდატების დასახელებაც. ეს იქნება საარჩევნო კამპანიის ნაწილი. რაც შეეხება ყოფილ პრემიერს, ის პოლიტსაბჭოს ფორმირებაში ჩართული არ იყო“, – განაცხადა კობახიძემ.
დღეს პარტია ,,ქართული ოცნებას“ ყრილობა გაიმართება.