ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქრთამზე ნაძალადების გამგეობის სამსახურის უფროსი დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

„სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი ვ. ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ. ბ. ერთ-ერთი სამეწარმეო სუბიექტის მფლობელს ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შესაცვლელად ჩასატარებელი სამუშაოების გადაცემისა და დაფინანსების სანაცვლოდ ქრთამის სახით გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა. 2016 წლის აპრილში, ვ. ბ. ქრთამის სახით აიღო 1800 ლარი. ამასთან, 2016 წლის 11 მაისს ვ. ბ. იმავე სამეწარმეო სუბიექტის მფლობელისაგან ქრთამის სახით დამატებით მოითხოვა და აიღო 2000 ლარი, რა დროსაც იგი დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....