2016 წლის ევროფესტივალის ქართველი მონაწილეები ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz კონკურსის ფინალში, 14 მაისს, 23-ე ნომრად იმღერებენ.
რიგით 61-ე ევროფესტივალის ფინალისტების სრული სია უკვე ცნობილია. მეორე ნახევარფინალური ტური შვედეთში გუშინ გაიმართა.
ფინალისტი ქვეყნების სცენაზე გამოსვლის რიგითობა შოუს პროდიუსერებმა განსაზღვრეს:
- ბელგია
- ჩეხეთის რესპუბლიკა
- ნიდერლანდები
- აზერბაიჯანი
- უნგრეთი
- იტალია
- ისრაელი
- ბულგარეთი
- შვედეთი
- გერმანია
- საფრანგეთი
- პოლონეთი
- ავსტრალია
- კვიპროსი
- სერბეთი
- ლიტვა
- ხორვატია
- რუსეთი
- ესპანეთი
- ლატვია
- უკრაინა
- მალტა
- საქართველო
- ავსტრია
- დიდი ბრიტანეთი
- სომხეთი
ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი 14 მაისს ჩატარდება.
შოუს დასასრულს, 14 მაისს, კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ფინალისტი ქვეყანა რიგით 62-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.
2016 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა ხმის მიცემის პროცედურაში.
წინა წლებში პროფესიონალი ჟიურისა და მაყურებლის ხმის მიცემის შედეგები ერთიანად, პრინციპით (50/50%-ზე) იყო წარმოდგენილი. წელს კი მაყურებლისა და ჟიურის ვერდიქტები შოუს ფინალში ცალ-ცალკე გამოცხადდება.
ხმის მიცემის პროცედურა სცენაზე ბოლო კონკურსანტის გამოსვლის შემდგე დაიწყება და 15 წუთს გაგრძელდება. თითოეული კონკურსანტი ქვეყნიდან მაყურებელი და ჟიური შეაფასებენ მონაწილეებს 1-დან 8, 10, 12 – მდე ქულათა სისტემით. შედეგები ცალ-ცალკე გამოცხადდება.
ხმის მიცემის ამ გართულებულ სისტემაში შედეგების შოუს დასრულებამდე პროგნოზირება (წინა კონკურსებისგან განსხვავებით) რთული იქნება. გამარჯვებულის ვინაობას შოუს დასასრულს წამყვანები გაახმიანებენ. მონაცემების დეტალურად გაცნობა შესაძლებელი იქნება ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზეც – Eurovision.tv.