გვიან ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა ანექსირებულ ყირიმში მდებარე სარკინიგზო ხიდზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„ვლადისლავივკასთან, დროებით ოკუპირებულ ჩრდილოეთ ყირიმის არხზე გამავალ რკინიგზის ხიდზე იერიში მივიტანეთ. მტერი ხიდს სამხედრო ლოჯისტიკისთვის იყენებდა“, – წერია განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა იერიშები მიიტანეს ლუგანსკის ოლქის სოფლებზე, ნიჟნი ნაჰოლჩიკსა და დოვჟანსკეზე, ასევე ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ აზოვსკეში მდებარე რუსეთის სამეთაურო პუნქტებზე. ამასთან, დაიბომბა ლუგანსკის ოლქის სოფელ ტეპლეს მახლობლად მდებარე რუსული საბრძოლო მასალის საწყობი.
ავტორი – ნიკა ადეიშვილი

