აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ორ ქვეყანას შორის პირველი საავტომობილო ხიდი გახსნეს

რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ორ ქვეყანას შორის პირველი საავტომობილო ხიდი გახსნეს – მდინარე ტუმანზე მდებარე ახალი საავტომობილო ხიდი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას აკავშირებს. ხიდის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა და ჩრდილოეთ კორეის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, პაკ თე სონგმა. ეს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის პირველი საავტომობილო ხიდია. მანამდე ორი ქვეყანა ხმელეთით მხოლოდ სარკინიგზო გზით, „მეგობრობის ხიდის“ მეშვეობით უკავშირდებოდა ერთმანეთს. ახალი ხიდის სიგრძე 1 კილომეტრზე ოდნავ მეტია, ხოლო მისი მშენებლობა 2025 წლის აპრილის ბოლოს დაიწყო.

ხიდს წითელი არმიის ოფიცრის, იაკოვ ნოვიჩენკოს სახელი ეწოდა, რომელმაც 1946 წლის მარტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ირ სენი თავდასხმისგან გადაარჩინა. ფხენიანში გამართულ მიტინგზე ნოვიჩენკო კიმისკენ ისროლილ ხელყუმბარას საკუთარი სხეულით დაეფარა. იგი მძიმედ დაიჭრა, თუმცა გადარჩა, მოგვიანებით კი ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ მას ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო წოდება – „შრომის გმირი“ მიანიჭა.

იტვირთბა....