პრაგმატული AfD-ის („ალტერნატივა გერმანიისთვის”) ისტორიული გამარჯვება, რომელიც მიგრაციას კონტროლს დაუქვემდებარებს, – ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებულ რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – გამარჯვებას.
მისი მტკიცებით, AfD-ის ისტორიული გამარჯვება ამცირებს გერმანიის მმართველი კოალიციის „ამპარტავნებას, ვიწრო აზროვნებას, ომის წამქეზებლობას, უუნარობასა და თვალთმაქცობას“.
„გერმანელებმა თავისი სიტყვა თქვეს და გერმანიამ გაიღვიძა. დამცირებული მერცი ახლახან გახდა სტარმერი“, – წერს კირილ დმიტრიევი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ „გონიერების, თანამშრომლობის, სიმართლისა და იმედის პარტიაა გერმანიისთვის“.

