“ჩვენ არ მივცემთ უფლებას ამ ადამიანებს, რომლებიც ლაფში სვრიან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას და ყველაფერს, რასაც ბოლო წლებსა თუ ათწლეულებში მივაღწიეთ, მიუხედავად ყველა არსებული შეცდომისა და პრობლემისა… ჩვენ არ მივცემთ ამ ადამიანებს უფლებას, რომ ჩვენი ქვეყანა დაღუპვამდე მიიყვანონ თავიანთი ლაპარაკით!“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე AFD-ს გამარჯვების შემდეგ.
6 სექტემბერს გამართულ რეგიონულ არჩევნებში, საქსონია-ანჰალტში, ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაიმარჯვა. პარტიამ ხმების 43.8% მიიღო და რეგიონულ პარლამენტში 83-დან 39 მანდატი მოიპოვა, პარტიას აბსოლუტური უმრავლესობისთვის სამი მანდატი დააკლდა.
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტიამ, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ ხმების 17.2% მიიღო და 15 მანდატი მოიპოვა.
ცენტრისტულ-მემარცხენე „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ხმების 9.3% მიიღო, „მწვანეებმა“ – 8.9%, ხოლო „მემარცხენეებმა“ – 8.6%. თითოეულმა მათგანმა პარლამენტში რვა მანდატი მოიპოვა.

