აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ქალაქ ბად-კროიცნახში პარტიის საინფორაციო სტენდს კოროზიული სითხე შეასხეს, დაშავდა ცხრა ადამიანი

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი აცხადებს, რომ ქალაქ ბად-კროიცნახში პარტიის საინფორაციო სტენდს კოროზიული სითხე შეასხეს, რომლის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.

მისი თქმით, დაშავებულებს შორის პარტიის წევრებიც არიან.

„ოპოზიციის უპასუხისმგებლო დემონიზაციის შედეგი – ჩვენ არ შეგვეშინდება“, – დაწერა ალის ვაიდელმა.

6 სექტემბერს გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში არჩევნები გაიმართება.

„როიტერის“ ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი, დაახლოებით, 40%-ია. მმართველ  „ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს“ კი მხარს, ამომრჩეველთა დაახლოებით, 25% უჭერს.

იტვირთბა....