აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა აღმავალი დინამიკით ვითარდება” – ვლადიმერ პუტინი

მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ენერგეტიკულ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა აღმავალი დინამიკით ვითარდება“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, მოსკოვი ჩინეთის ნავთობისა და გაზის მომარაგებით პირველ ადგილზეა და ქვანახშირისა და თხევადი ბუნებრივი აირის წამყვანი ექსპორტიორია.

„ჩინეთში რუსული დიზაინის რამდენიმე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა წარმატებით სრულდება“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ორი ქვეყანა ერთობლივად ავითარებს ტექნოლოგიებს ნახშირწყალბადების წარმოების, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების ეფექტურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

იტვირთბა....