ახალი ამბები მსოფლიო

“გადით უკრაინიდან, დაუბრუნეთ მთელი უკრაინა უკრაინას, დაასრულეთ ეს ომი” – მარკ კარნი ვლადიმერ პუტინს

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მხოლოდ ძალის და პირდაპირი საუბრის ესმის.

„წარსულში არაერთხელ შევხვედრივარ ვლადიმერ პუტინს. მას მხოლოდ ძალა და პირდაპირი საუბარი ესმის“, – აღნიშნა კარნიმ.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უნდა შეწყვიტოს ომი, რომლის გამოც ყოველთვიურად 30 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება.

„გზავნილი მარტივი იქნებოდა: გადით უკრაინიდან. დაუბრუნეთ მთელი უკრაინა უკრაინას. დაასრულეთ ეს ომი, რომელიც ყოველთვიურად 30 000-ზე მეტ ადამიანს კლავს“, – აღნიშნა კარნიმ.

იტვირთბა....