ბოლო 24 საათში რუსებმა უკრაინასთან ომში 1 440 ჯარისკაცი დაკარგეს – ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს და წერს, რომ ამავე პერიოდში ოკუპანტების დანაკარგებია – 1 ტანკი, 8 ჯავშანტექნიკა, 77 საარტილერიო სისტემა, 4 ერთეული უპილოტო სახმელეთო სისტემა, 1 890 დრონი, 492 ერთეული ავტომობილი და 8 სპეციალური აღჭურვილობა.

