ახალი ამბები მსოფლიო

“აშშ-ის ყველა ქმედება სატანის მიბაძვით მომდინარეობს” – რანის პარლამენტის სპიკერი

აშშ-ის ყველა ქმედება სატანის მიბაძვით მომდინარეობს, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.

ირანის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა აშშ-ის სამხედროები სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

„მინაბის სკოლა: ბავშვები დახოცეს. ლამერდის სპორტდარბაზი: ბავშვები დახოცეს. კოჰესტაკში ქორწილი: ბავშვები ოჯახებთან ერთად დაიღუპნენ. ძალაუფლება სატანის მსგავსად თუ მოქმედებს, სატანის მსგავსად ირჩევს სამიზნეებს და სატანის მსგავსად კლავს, ეს სატანაა. იცავს უმცროს სატანას, რომელიც იგივეს აკეთებს? ეს არის დიდი სატანა“, – წერს ღალიბაფი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....