აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

მონტენეგროში რუსეთის მოქალაქემ სასროლეთის 3 თანამშრომელი მოკლა და მიმალვა სცადა

მონტენეგროში 30 წლის რუსეთის მოქალაქე მიხაილ შაბუნინი სამი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. დაკავების მცდელობისას მან პოლიციელების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი RTCG იუწყება.

რუსული ტელეგრამ არხი SHOT-ის ცნობით, შაბუნინმა თავი მოიკლა.

გაბრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შაბუნინმა დანილოვგრადში მდებარე “ჩეშკა ზბროევკას” სასროლეთის სამი თანამშრომელი მოკლა. მათი ცხედრები 31 აგვისტოს საღამოს იპოვეს.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობის შემდეგ შაბუნინმა იარაღი და ერთ-ერთი მოკლულის ავტომობილი მიითვისა. ავტომობილი მალევე პოდგორიცის გარეუბანში იპოვეს.

ადგილობრივი ჟურნალისტების ინფორმაციით, შაბუნინი პოდგორიცის ავტოსადგურამდე მივიდა, იქიდან კი ტაქსი ჰერცეგ-ნოვიში აიყვანა, სადაც ბინას ქირაობდა. სახლში მისვლის შემდეგ ის ტყეში მიიმალა. პოლიციამ შაბუნინი სწორედ იქ იპოვა.

შაბუნინის ძებნის ოპერაციაში პოლიციის ძალები, სპეცრაზმი და მონტენეგროს შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი მონაწილეობდნენ.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. დანილოვგრადში 1 და 2 სექტემბერი მოკლული სასროლეთის თანამშრომლების ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღეებად გამოცხადდა.

რუსული Telegram-არხი Mash-ის ინფორმაციით, მიხაილ შაბუნინი პერმში დაიბადა. მკვლელობამდე ის დანილოვგრადის სასროლეთში მცირე ხნით ვარჯიშობდა. შაბუნინს უყვარდა სირბილი, მთაში ლაშქრობა და სამთო-სათხილამურო სპორტი. ის ხისგან ჭურჭელსაც ამზადებდა და ბოლო პერიოდში კვების სფეროში სამუშაოს ეძებდა.

იტვირთბა....