აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ს არმიის მდივანი დენ დრისკოლი თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ს არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა. თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ დრისკოლი თანამდებობას დატოვებს, თუმცა, გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებია.

Reuters-ის წყაროს ცნობით, გადადგომის გადაწყვეტილებამდე დრისკოლსა და აშშ-ს ომის მინისტრ პიტ ჰეგსეთს შორის რამდენიმე თვის განმავლობაში უთანხმოება გრძელდებოდა.

წყაროს მიხედვით, დრისკოლი შეშფოთებას გამოთქვამდა არმიის გარდაქმნისა და საბრძოლო მზადყოფნის მიმართულებით მიმდინარე პროცესების გამო. მისი შეფასებით, ჰეგსეთი ამ ძალისხმევას ხელს უშლიდა, მათ შორის, იმ გენერლების გათავისუფლებით, რომლებიც რეფორმებზე მუშაობდნენ.

დრისკოლი აშშ-ს არმიის მდივნის თანამდებობას 2025 წლის თებერვლიდან იკავებდა. მისი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არმიის მოდერნიზაცია, სამხედრო შესყიდვების დაჩქარება და დრონების შესაძლებლობების განვითარება იყო.

ის ასევე მონაწილეობას იღებდა აშშ-ს დიპლომატიურ ძალისხმევაში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით. დრისკოლის მხრიდან პოსტის დატოვებას წინ უძღოდა ჰეგსეთის მიერ აშშ-ს არმიის რამდენიმე მაღალი რანგის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება.

იტვირთბა....