ბრიტანული ჟურნალის – „ეკონომისტის“ (The Economist) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი სათაურით: „ილონ მასკი ხელოვნური ინტელექტის შესახებ: „ათი წლის შემდეგ ადამიანები სიტუაციას ვეღარ გააკონტროლებენ“ (ესაუბრება ჟურნალისტი ზენი მინტონ-ბედოუზი, მთავარი რედაქტორი).ამერიკელი მილიარდერი ინტერვიუში ეხება დღეისთვის ერთობ აქტუალურ საკითხს, რომელიც ბევრს აინტერესებს: როგორი იქნება ხელოვნური ინტელექტის მომავალი? მართლაც ჩაანაცვლებენ თუ არა ადამიანს ისეთი ინტელექტუალური მანქანები, რომლებსაც ადამიანურად აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ?
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
“…ვფიქრობ, რომ ხუთი წლის შემდეგ ხელოვნური ინტელექტის მქონე ანდროიდული რობოტები ადამიანის ინტელექტს გადააჭარბებენ” , – ამბობს ილონ მასკი, – “არ დარჩება არაფერი, რომ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანზე უკეთესად გაკეთება არ შეეძლოს”.
– და როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება ყოფით დონეზე?
– ალბათ, დადგება საკვირველი სიუხვის ეპოქა, როცა თითოეულ ადამიანს ყველაფრის მიღების შესაძლებლობა ექნება, რასაც კი მოისურვებს. ალბათ, ასეთი ნათქვამი ზოგს აბსურდად მოეჩვენება, მაგრამ ჩემი აზრით, სწორედ ასე მოჩანს 2026 წლის გადასახედიდან ჩვენი მომავალი. მოდი, ისიც ვთქვათ, თუ რა იქნება ათი წლის შემდეგ: ცხადია, არსებობს პროცესები და მოვლენები, რომლებსაც გარკვეული კორექტივების შეტანა შეუძლიათ პროგნოზებში, მაგალითად, თერმობირთვულ ომს და რაიმე გლობალურ კატასტროფებს, მაგრამ თუ ვივარაუდებთ, რომ მესამე მსოფლიო ომი არ მოხდება და არც ასტეროიდი დაეცემა დედამიწას, მაშინ დღეს ჩვენი მომავალი ოპტიმისტურად და შთამბეჭდავად გამოიყურება.
– დარწმუნებული ხართ, რომ ათი წლის შემდეგ ადამიანები სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავენ?
– ძალიან მეეჭვება, რომ ადამიანებმა კონტროლი შეინარჩუნონ. აბა, დავფიქრდეთ: ადამიანისა და ხელოვნურ ინტელექტებს შორის განსხვავება უფრო მეტია, ვიდრე – ადამიანისა და შიმპანზეს ინტელექტს შორის. ჩემთვის ძნელია იმის წარმოდგენა, რომ შიმპანზეები გონებით ჩვენზე ძლიერები იქნებიან. ჩვენ, ადამიანები, შიმპანზის ევოლუციურ ფორმას წარმოვადგენთ. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ჯუნგლებში ხეებზე დავძვრებოდით და ბანანებით ვიკვებებოდით… სხვათა შორის, ბანანის ჭამას დღემდე ვერ გადავეჩვიეთ. განაგრძეთ კითხვა

