მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის კარტოფილი ყველაზე ძვირი სამხრეთ-კორეაში ღირს, ყველაზე იაფი კი ბანგლადეშში, – ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, 1 კგ. კარტოფილი სამხრეთ-კორეის მარკეტებში საშუალოდ 3.8 დოლარი ღირს, ბანგლადეშში კი 32 ცენტი.
5 ქვეყანა, სადაც 1 კგ. კარტოფილის ფასი მარკეტებში ყველაზე მაღალია, ასე გამოყურება:
- სამხრეთ კორეა – 3.80 დოლარი;
- პუერტო-რიკო – 3.54 დოლარი;
- კოსტა-რიკა – 3.44 დოლარი;
- ჰონგ-კონგი – 2.92 დოლარი;
- აშშ – 2.90 დოლარი.
იმ ქვეყნების ხუთეული კი, სადაც კარტოფილს მარკეტებში ყველაზე იაფად იყიდით, ასეთია:
- ბანგლადეში – 32 ცენტი;
- პაკისტანი – 33 ცენტი;
- ინდოეთი – 35 ცენტი;
- ნეპალი – 36 ცენტი;
- ეგვიპტე – 40 ცენტი.
რაც შეეხება საქართველოს, 101 ქვეყანას შორის მე-80-ე ადგილზეა. ამ მონაცემებით, ერთი კგ. კარტოფილის ფასი მარკეტებში საშუალოდ 78 ცენტია. Numbeo-ს მონაცემებით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კარტოფილი ყველაზე იაფია.
უფრო კონკრეტულად, მეზობელი ქვეყნების მარკეტებში 1 კგ. კარტოფილის საშუალო ფასები ასეთია:
- თურქეთი (95-ე ადგილი) – 58 ცენტი;
- აზერბაიჯანი (89-ე ადგილი) – 67 ცენტი;
- სომხეთი (85-ე ადგილი) – 72 ცენტი;
- რუსეთი (79-ე ადგილი) – 81 ცენტი.

