
ნორვეგიის მეფე 53 წლის მემკვიდრე, პრინცი ჰააკონ VIII გახდა – ის მეფე მას შემდეგ გახდა, რაც დღეს მამამისი, ჰარალდ V, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
53 წლის ჰააკონი მეფე ჰარალდისა და დედოფალ სონიას ერთადერთი ვაჟია და ნორვეგიის ტახტის მემკვიდრე 1991 წლიდან არის.
თუმცა, ჰააკონის ტახტისკენ მიმავალი გზა ყოველთვის არ იყო ისეთი, რომელსაც ის იზიარებდა. 2023 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიაში ის იხსენებს თუ როგორ ებრძოდა ყურადღებას, რაც სამეფო ოჯახის წევრობას მოჰყვებოდა და როგორ ცდილობდა ახალგაზრდობაში განზრახ დაშორებოდა ნორვეგიას.
ჰააკონ VIII-ის პირადი ქონების ზუსტი ღირებულება უცნობია, თუმცა მხოლოდ მის საკუთრებაში არსებული Skaugum-ის (სამეფო მამული) ღირებულება დაახლოებით 200–250 მილიონ ნორვეგიული კრონაა.
ასევე, რაც შეეხება სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს:
- 2026 წლის ნორვეგიის ბიუჯეტში მეფისა და დედოფლისთვის გამოყოფილი აპანაჟი 16.234 მლნ ნორვეგიული კრონაა – დაახლოებით 1.5 მლნ დოლარი. ეს არის მათი პირადი ხარჯებისა და საკუთარი ქონებების მოვლისთვის განკუთვნილი თანხა და არ ნიშნავს მეფის პირად ქონებას;
- სამეფო კარის საქმიანობისთვის ცალკე 277.963 მლნ კრონაა არის გათვალისწინებული; ეს თანხა მოიცავს სამეფო კარის საორგანიზაციო საკითხებს, თანამშრომლების ხელფასებსა და ოფიციალური საქმიანობის ხარჯებს.
- 89.558 მლნ კრონაა გათვალისწინებული სამეფო მიზნებისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მიმართულებით, ხოლო სამეფო ხომალდებისა და სხვა ხარჯებისთვის დამატებითი სახელმწიფო დაფინანსებაა.
ჰააკონი ამჟამად ნორვეგიის მეოთხე მეფეა თანამედროვე ეპოქაში, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 1905 წელს გადაწყვიტა მონარქიის შენარჩუნება შვედეთისგან სრული დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
მეფეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, აქედან ერთი საერთო – ქალიშვილი და ვაჟი, რომელიც მის მეუღლეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

