შვედეთი უკრაინას სანაპირო დაცვის ათ ნავს გადასცემს – ინფორმაციას შვედეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ნავებს სამაშველო ოპერაციებისთვის, მათ შორის განაღმვისთვის, ბუქსირებისა და ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებენ
„შვედეთი უკრაინას მხარს მრავალ სფეროში უჭერს და ამჟამად უკრაინის საზღვაო შესაძლებლობებს კიდევ უფრო აძლიერებს. ბუქსირება, ნაღმების გაწმენდა და სატრანსპორტო შესაძლებლობები მნიშვნელოვანი ფუნქციებია, რომელთა კიდევ უფრო გაუმჯობესებაც ახლა შესაძლებელია“ – განაცხადა შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა კარლ-ოსკარ ბოლინმა
განცხადებიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ შვედეთის მთავრობამ უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად კიდევ 270 მილიონი შვედური კრონის გამოყოფა გადაწყვიტა

